star archive bad ca calendar cat coms dislike down down2 fav fb gp info left like login love mail od pass rel reply right search set share sort_down sort_up top tw up views vk votes cross phone loc ya

ვეჯინის საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ცენტრში

ნანახია 689-ჯერ
მიმდინარე წლის 12 დეკემბერს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის და ივანე ბერიტაშვილის სახელობის მუზეუმის ორგანიზებით, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ივანე ბერიტაშვილის სახელობის სოფელ ვეჯინის (გურჯაანის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის უფროსი კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები ეწვივნენ.

მათ დაათვალიერეს შემდეგი ლაბორატორიები:
• მემბრანოლოგიის ლაბორატორია;
• ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორია;
• რადიობიოლოგიის ლაბორატორია;
• რეოლოგიისა და დიაგნოსტიკურ–ანალიტიკური სერვისების ლაბორატორია.

მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის საქმიანობას, შეხვდნენ ცენტრის დირექტორს, პროფესორ გვანცა ჭკადუას, ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას ცენტრის წინაშე, განხილულ იქნა მომავალი შეხვედრების შესაძლებლობები.
მოსწავლეები ასევე გაეცნენ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების სხვადასხვა მიმართულების ზოგიერთი კვლევის მეთოდებს და ცენტრის მკვლევარების ხელმძღვანელობით ჩაატარეს სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტები.




<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>