star archive bad ca calendar cat coms dislike down down2 fav fb gp info left like login love mail od pass rel reply right search set share sort_down sort_up top tw up views vk votes cross phone loc ya

საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) წარმომადგენლებთან შეხვედრა.

ნანახია 827-ჯერ
2023 წლის 17 თებერვალს, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის (GALAS) წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ბიოსამედიცინო მიმართულების სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები. ხაზი გაესვა საქართველოში ბიოსამედიცინო კვლევებში ლაბორატორიული ცხოველების გამოყენების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და იმპლემენტაციის საკითხებს და საქართველოს ლაბორატორიული ცხოველების მეცნიერებათა ასოციაციის ჩართულობის მნიშვნელობას აღნიშნულ პროცესში. განხილულ იქნა ლაბორატორიულ ცხოველთა მოვლისა და ექსპერიმენტებში გამოყენების შიდაინსტიტუციური პრობლემატური საკითხები.
შეხვედრა წარიმართა პრეზენტაციებისა და დისკუსის ფორმატში, გაეცა პასუხები დაინტერესებული მკვლევარების მიერ დასმულ კითხვებს.


<<უკან
გააზიარეთ ფეისბუკზე >>